სოფო ბედია შავ კაბაში შესანიშნავად გამოიყურება (ვიდეო)

სოფო ბედია გადაცემაში „გული მღერის“ საახალწლო სიმღერით გამოჩნდა.

სოფოს ამ სიმღერის ავტორი მისი დიდი ხნის მეგობარი, კაკი ბოლქვაძეა:

„გილოცავთ, მადლობა კაკი ბოლქვაძეს ამ სიმღერისთვის“, აღნიშნავს მომღერალი და ახალ შესრულებას სოციალურ ქსელში გვიზიარებს.

სოფომ კომპლიმენტები მიიღო შესრულების და ასევე შავი მოხდენილი კაბის გამოც, რომელიც ამ სატელევიზიო გამოსვლისას მოირგო:

„სოფუნა, რა ლამაზი ხარ…“

„ოქროს სოფო…“

„ულამაზესი…“, – აღნიშნულია კომენტარებში.