„2თვე-ნახევარში მქონდა 17 კილო კლება, საბოლოო შედეგია 21 კილო“

 გადაცემის „იმუნიტეტი“ სტუმარი ჟურნალისტი მაკა რაზმაძე იყო, სადაც მან დაკლებულ კილოგრამებზე ისაუბრა. როგორც თავად ამბობს, 2 თვე-ნახევარში 17 კილო დაიკლო. ჯამში კი ჟურნალისტი 21 კილოს გამოემშვიდობა.

„მთელი ცხოვრება ვიყავი მაქსიმუმ 52 კილო, ბოლო დროს საშინელი წონა ავკრიფე. რაღაც 10 წელია დავიწყე მატება და ისეთი მატება დავიწყე, რომ აღარ გავჩერდი. 

ძალიან მინდოდა გახდომა, ყველაფერი ვცადე დედამიწის ზურგზე. ბოლოს გია ჯაჯანიძეს ვუთხარი მიშველე რაღაც მეთქი და მითხრა, დღეს წადი სახლში, იფიქრე გახდომაზე და ხვალიდან გახდებიო. ცოტა ხანში დავიკელი 21 კილო. 

ყველაზე რთულია შენარჩუნება, სადღაც 2თვე-ნახევარში მქონდა 17 კილო კლება, საბოლოო შედეგია 21 კილო.

შევისწავლე ორგანიზმში რა პროდუქტი რა პროცესს ავითარებდა და ეს ძალიან დამეხმარა“, – ამბობს მაკა რაზმაძე.