კამერონ დიასი ათწლიანი პაუზის შემდეგ დიდ ეკრანებს უბრუნდება

ჰოლივუდის ვარსკვლავი, კამერონ დიასი ათწლიანი პაუზის შემდეგ დიდ ეკრანებს უბრუნდება. ამის შესახებ გამოცემა BBC წერს. მსახიობი ფილმში Back in Action მსახიობ ჯეიმი ფოქსთან ერთად, ამ თვეში გამოჩნდება. 

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ეს კამერონ დიასის ერთჯერადი დაბრუნება ეკრანებზე თუ მუდმივად დაბრუნდება კინოინდუსტრიაში.
ბოლო როლი, რაზეც კამერონ დიასმა იმუშავა, 2014 წელს გადაღებული ფილმი Annie-ია. 2018 წელს კი მან ოფიციალურად დაადასტურა, რომ სამსახიობო კარიერას ტოვებდა.

ჰოლივუდის ვარსკვლავი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ 10 წელი, როდესაც მას სამსახიობო კარიერა შეწყვეტილი ჰქონდა, საუკეთესო პერიოდი იყო მის ცხოვრებაში.

“ეს იყო 10 საუკეთესო წელი ჩემს ცხოვრებაში. მე ვიყავი თავისუფალი ვყოფილიყავი დედა, მეუღლე, ჩემი ცხოვრებით მეცხოვრა, ეს ძალიან კარგი იყო.” – ამბობს დიასი.