სტეფანე მღებრიშვილი ტკბილეულის მოყვარულებს და ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერს, იუმორით ეხმიანება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„სულ ჩხუბი მაქვს ჩემს „მჭამელ“ მეგობრებთან… ჭამა კაია (უამრავი ფსიქოლოგიური მიზეზიც არსებობს). აი, კრემიანი ტორტები, თან ნაყიდი, რატომ მოგწონთ?
აქაც რაღაც საშინელ ტორტებს ყიდულებენ – „უი ეს ამის ტორტია , ეს იმის ტორტია” – ერთმანეთზე უარესი.
ჰოდა, და ახლა ვინც დონა კარანში იყავით, აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ხართ“,– წერს სტეფანე მღებრიშვილი.