ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
”სამწუხაროდ განსაკუთრებით ამ სეზონზე ქვეყანაში სხვადასხვა ვირუსული ინფექციების ეპიდემია გვაქვს.
მათ შორის არის ისეთი ვირუსული ინფექციები რომლებიც შესაძლოა პაციენტმა და ზოგ შემთხვევაში ექიმმაც ვერ ამოიცნოს….
მაგალითად Hand-foot-mouth disease (ხელი-ფეხი-პირის დაავდება), რომელსაც იწვევს კოქსაკ ვირუსი და მისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ინტენსიური გამონაყარი პირის ღრუში, ან პირის გარშემო, ტუჩებზე, ასევე ხელებზე და ფეხებზე, ზოგჯერ სხვა ადგილებში, ასევე ფარინგიტი (ყელის აუტანელი ძლიერი ტკივილი), ტემპერატურის მატება და კუნთების ტკივილი.
🛑 სამწუხაროდ მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა ექიმმა არასწორი დიაგნოზი დასვას, შესაბამისად არასწორი მკურნალობა დანიშნოს, ან სხვა რამეს დაუკავშიროს (მაგალითად მედიკამენტს), ან არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს პაციენტს
👇 ზოგადი ინფორმაცია ამ სეზონზე გავრცელებული სხვადასხვა ინფექციების შესახებ
🤔 რამდენი ხანი ვარ გადამდები??
🛑 გრიპი – 1 დღით ადრე სიმპტომების დაწყებიდან და 5-7 დღე სიმპტომების განმავლობაში. ყველაზე მეტად გადამდები პირველი 3-4 დღე.
🛑 გაცივება – 1-2 დღე სიმპტომების დაწყებამდე და იმდენ ხანს რამდენი ხანიც თავს ცუდად ვგრძნობთ
🛑 მონონუკლეოზი – რამოდენიმე კვირიდან 18 თვემდე, სიმპტომებით ან მის გარეშე
🛑 ნოროვირუსი (უპირატესად გასტროენეტერიტებს იწვევს) – სიმპტომების განმავლობაში და 2 კვირა მას შემდეგ რაც კარგად ვგრძნობთ თავს
🛑 ბაქტერიული კონიუქტივიტი – რამდენ ხანსაც გვაქვს სიმპტომები ან 24 საათის განმავლობაში ანტიბიოტიკის მიღებიდან
🛑 წითელა – 4 დღე სანამ შევამჩნევთ გამონაყარს და 4 დღე გამონაყარის გაქრობიდან
🛑 ხელი-ფეხი-პირის დაავადება (კოქსაკ ვირუსი) – გამონაყრის დაწყებიდან სანამ ტემპერატურა ნორმალიზდება. ყველაზე მეტად გადამდები პირველ კვირაში
🛑 ბრონქიტი (P.S უპირატესად იწვევს ვირუსი და ანტიბიოტიკის მიღება გაუმართლებელია) – რამდენ ხანსაც გვაქვს სიმპტომები
🛑 ჩუტყვავილა – 1-2 დღე სანამ გამონაყარი დაიწყება და მანამდე სანამ ყველა გამონაყრის ელემენტი არ გაიკეთებს ქერქს, ანუ სანამ ახალი ანთებითი ელემენტები აღარ გვექნება”