მომღერალი ზურა ხაჩიძე, ლევან აბაშიძის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“გასული საუკუნის 90-იანები იდგა. ბათუმში გადაღებები მიმდინარეობდა, მაგრამ ერთ-ერთმა მსახიობმა გადასაღები მოედანი დატოვა და თბილისში წამოვიდა. რამდენიმე საათში მან თბილისიც დატოვა და ალბათ, შუადღე იქნებოდა გადასული, როცა სოხუმში ჩაფრინდა. იმავე დღეს, პოზიციაზე დადგა სხვა მებრძოლებთან ერთად. მეორე დღეს ბრძოლის ველზე სულხან სულხანიშვილთან, გიორგი გაჩეჩილაძესთან და გია ნადირაშვილთან ერთად გავიდა და ბედისწერამ მხოლოდ გიორგი დატოვა ცოცხალი.
7 სექტემბერს, სოხუმთან ახლოს, სოფელ ზემო ეშერასთან, ქართველი მარლონ ბრანდო, ლევან აბაშიძე დაიღუპა. აფხაზეთთან ერთად დაკარგული 29 წლის მსახიობი მთელმა ერმა დაიტირა.
ნათელი დაუმკვიდროს უფალმა ცათა შინა სასუფეველში” – წერს ხაჩიძე.