“ეს პროვოკაცია და ამორალიზმია! ჩემი ძმის მკურნალობის ყველა ხარჯს “ქართუ“ იხდის”

მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მოწოდებას, რომელიც ცოტნეს მკურნალობისთვის, მიზნობრივი ანგარიშის გახსნას უკავშირდებოდა, მისი შვილი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დედის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაცია ამგვარად შეაფასა:

„ჩემი ძმის მკურნალობის ხარჯებს სრულიად ფარავს საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”. შესაბამისად, ყველა სახის თანხების მოთხოვნა და მოგროვება ცოტნესთვის არის პროვოკაცია როგორც მინიმუმ და ამორალიზმი იმათი მხრიდან, ვინც ამას აკეთებს. თხოვნაა არ შეხვიდეთ შეცდომაში” – დაწერა გიორგი გამსახურდია.

 

მანამდე ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მეუღლემ მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ სოციალურ ქსელში ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ თანხა მისი შვილის მკურნალობის ხარჯებს მოხმარდება.

„გაიხსნა მიზნობრივი ანგარიში ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის ხარჯების გასაწევად. მსურველებს გთხოვთ მითითებულ ანგარიშზე მოახდინოთ თანხების ჩარიცხვა“, – წერია ტექსტში, რომელიც მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ გამოაქვეყნა.