“მეუფე ისაიამ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ნაჩუქარი ჯიპი გაყიდა და სოფლის ბავშვებს ავტობუსი შეუძინა”

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში, ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტ ისაიაზე წერს:

„ისაია

 ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტი ისაია, ერისკაცობაში ზურაბ ჭანტურია.

 არავითარი ვერცხლისმოყვარეობა, არავითარი ბიზნესწილები, არავითარი ჯიპი და პენტჰაუსი. მხოლოდ პატიოსანი მსახურება ქრისტესი და უანგარო მთავრობა სამწყსოსი.

 მეუფე ისაიამ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ნაჩუქარი ჯიპი მაშინვე გაყიდა და სოფლის ბავშვებს სკოლაში სასიარულოდ ავტობუსი შეუძინა.

 მშვიდობა, მეუფევ!

 უფალმა უმრავლოს საქართველოს თქვენნაირი მღვდელმთავარნი! – წერს ჯაბა ხუბუა.