მამა დავით ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს მინდა ვკითხო, მანდაც არ სჯერათ კორონა ვირუსის არსებობა თუ ეს მხოლოდ ჩვენი აღმოჩენაა?
ისე, ორი საუკუნეა რუსეთი გვიპყრობს, გვბომბავს, ტერიტორიებს გვართმევს და დღემდე “სადავოა” მტერია თუ მოყვარე და გაამტყუნე ისინი, ვისაც უხილავი მტრის არსებობის არ სჯერა…
ღმერთმა არ ქნას, აქამდე მოყვანილი ქვეყანა დაუდევრობითა და უპასუხისმგებლობით იმავე ჩიხში შევიყვანოთ, რომელშიც ცივილიზებული სამყაროს დიდი ნაწილი აღმოჩნდა…
დიახ, კორონა ვირუსზე საშიში ავტოავარიებია და მას გაცილებით დიდი მსხვერპლი მოსდევს, მაგრამ მტკიცება იმისა, რომ ვირუსი არ არსებობს, ღვთისგან ნაჩუქარი სიცოცხლის მიმართ გამოვლენილი დაუდევრობა და მოუფრთხილებლობა მგონია!
ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას, ვისაც გჯერათ და ვისაც არა…”