“ყველა ის პოლიტიკოსი, ვინც საარჩევნო აგიტაციას ამომრჩევლებთან პირბადის გარეშე ეწევა, არის უპასუხისმგებლო”

ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საგრძნობლად მზარდია.  ამასთან, წინასაარჩევნო პერიოდია და პოლიტიკოსებს ამომრჩევლებთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვთ. სწორედ აღნიშნულს გამოეხმაურა სოციალურ ქსელში  “ევექსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, გიორგი ნიორაძე.

“კონკრეტულად არავის ვერჩი, მაგრამ ეს ფოტოები მეტყველებს იმაზე, რომ ყველა ის პოლიტიკოსი, ვინც საარჩევნო აგიტაციას ამომრჩევლებთან პირბადის გარეშე ეწევა – მეტიც, ხალხს ეხუტება და ელემენტარულ წესებს არ იცავს, არის უპასუხისმგებლო.

რთულად დასაჯერებელია, რომ მათ ხალხი უყვარდეთ და ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრობდნენ!!!

მსგავსი საარჩევნო აგიტაცია არის ბოროტება და ეხება ყველა საარჩევნო სუბიექტს!!!!

ეს ადამიანები კი სათითაოდ მოსაძებნი და დასატესტები არიან!!!”, – წერს ნიორაძე “ფეისბუქზე”.