ტრადიციული ქორწილი – ანა მიქაუტაძემ და გიორგი ჩხიკვაძემ სამშობლოში ჯვარი დაიწერეს (ფოტოები)

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის „ლიონის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის და, ანა მიქაუტაძე, რამდენიმე კვირის წინ დაქორწინდა. ანას რჩეული გიორგი ჩხიკვაძეა.

საქორწინო ცერემონია საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში გაიმართა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ წყვილმა კიდევ ერთი ქორწილი სამშობლოში გადაიხადა. აგრეთვე ირკვევა რომ მათ ჯვარი დაიწერეს.