“გეშინოდეს ადამიანის, ვისაც გაენდე და შენი გულისთქმა ანდე“

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია.

ამჯერად ტელეწამყვნი პოსტს გვთავაზობს:

არსებობენ ცუდი თვისებების ადამიანები, ბოროტები, აგრესიულები, შურიანები, ბოროტულად ენის მომტანები და ასე შემდეგ, ბევრი.

კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც შეუმჩნევლად და არა გამოკვეთილად, მაგრამ ვერაგულად მოქმედებენ, მათ შეუძლიათ საბედისწერო შეცდომები ჩაგადენინონ, ესენი არიან : – წამქეზებელი ადამიანები.
დააკვირდი და ერიდე ასეთ ადამიანს.
სიბრაზის, კომფლიქტის, ან რამე უსიამოვნების დროს ადამიანებს კი არ ამშვიდებს, არამედ აქეზებს, აგულისებს. რასაც სავალალო შედეგი მოაქვს.
წაქეზებული ყოველთვის ცუდ, წამგებიან მდგომარეობაში ვარდება, ამ დროს წამქეზებელი მშვიდადაა და თამაშობს, ვითომ განიცდის შენს მდგომარეობას, ან თვითონაც არ იცის, ისე გაგიჟებს.
ხომ თითქოს არაფერი, მაგრამ ისე შეიძლება დაგღუპოს ადამიანმა, უნებლიედ ან მიზან მიმართულად, თითქოს აქ არაფერი.
გეშინოდეს ადამიანის, ვისაც გაენდე და შენი გულისთქმა ანდე. სულ უნდა გეშონოდეს არ თქვას.
ათქმევიდა და დაღუპა.
უნდა იცოდე, ვისთან რას ამბობ.
ამიტომ, თავად იყავი საკუთარი თავის მესაიდუმლე.
საქმე? დაჯერდი ცოტას მშვიდად დაიძინე.
ბევრს შრომობდა, თან ყვებოდა ყველას, უამრავ სიკეთეს აკეთებდა, მოხუცდა, დაუძლურდა, ბევრ კითხვებს სვამდა, ხასიათი გაუფუჭდა, პრეტენზიული გახდა, ითხოვდა, ისე მოქცეოდნენ, როგორც თავად ექცეოდა სხვას, მაგრამ არა…
ბოლოს მომვლელი მოუყვანეს და ის უცხო ადამიანი გახდა მისი სულიერი მეგობარი, რომელიც დამატებით ფულს ითხოვდა რომ მოესმინა მოხუცისთვის.
სიკვდილის დროს მომვლელს ეხვეწებოდა მიშველეო.
ოჯახისწევრები სამსახურში იყვნენ, ხელფასი ხომ ჭირდებოდათ საარსებოდ, თან მამის მომვლელისთვის ხომ უნდა გადაეხადათ. არ ყოფნიდათ მამის დანატოვარი უამრავი ქონება.
ოოხ, წამქეზებელო, შე მზაკვარო და ბოროტო.
… და კიდევ ერთი. არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს აქეზებენ. შედეგი? დაეცა და ვეღარ წამოდგა.
რაც გინდათ ქენი, მე გითხარი.
– რას დავეძებ“, – წერს გიორგი ჯაჯანიძე.