“ფიქრადაც არ გამივლია რომ მეოთხედი საუკუნის შემდეგ იმავე ადგილას შვილებთან ერთად ვიდგებოდი”

ჟურნალისტი და ესპანური ენის მასწავლებელი თეა გვასალია, რომელიც ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში შთამაგონებელ პოსტებს, ამჯერად იგი შვილების შესახებ წერს და მათთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.
“დაახლოებით 20 წლის ვიყავი, პირველად რომ მოვხვდი ესპანეთში და პირველი ქალაქი, სადაც ფეხი დავდგი, ბარსელონა იყო. გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორ ვიდექი პირდაღებული , გაუდის მთავარ ქმნილებას ავჩერებოდი და ცხადია ფიქრადაც არ გამივლია, რომ მეოთხედი საუკუნის შემდეგ, იმავე ადგილას, ” მოსწრებულ” შვილებთან ერთად ვიდგებოდი და ელენეს უნივერსიტეტის დამთავრებას და მელანოს “გასტუდენტებას” აღვნიშნავდი “, – წერს თეა გვასალია.