ეგვიპტეში 13 წლის ბიჭი დაიღუპა, რომელმაც სწრაფი მომზადების სუპი უმად შეჭამა

ეგვიპტეში, ქაიროში 13 წლის ბიჭი დაიღუპა, რომელმაც სწრაფი მომზადების სუპი უმად შეჭამა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, 13 წლის ბიჭმა სწრაფი მომზადების სუპის 3 შეკვრა უმად შეჭამა და დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო. ბავშვს მუხლის ტკივილი, ღებინება და ოფლიანობა დაეწყო, რის შემდეგაც გარდაიცვალა.

ბიჭის გარდაცვალების შემდეგ, მაღაზიის მეპატრონე, სადაც მან სუპები შეიძინა, დაკითხეს, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ პროდუქტი შესაძლოა უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. თუმცა, საკვების ექსპერტიზამ და გაკვეთამ დაადასტურა, რომ ბიჭი მოწამლული არ იყო.

dailymail-ი ინფორმაციით, მოგვიანებით დადასტურდა, რომ სიკვდილი გამოწვეული იყო ნაწლავების მწვავე პრობლემებით ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ბლოკირებით, რაც გამოწვეული იყო დიდი რაოდენობით უმი სუპის მიღებით