ლიკა შენგელიასა და სალომე გოგიაშვილის შესახებ ბოლო დროს მედია აქტიურად წერდა. ამბავი მათი კონფლიქტის შესახებ უამრავმა ადამიანმა გაიგო – სალომემ და ლიანამ სოციალურ ქსელში საჯაროდ თავად ისაუბრეს.
ლიკა შენგელიამ სალომე გოგიაშვილს, მეუღლეზე ეჭვიანობის საფუძველზე, ფიზიკურ ძალადობაში, კერძოდ, თავის არეში ბლაგვი საგნის, სავარაუდოდ, ჩაქუჩის ჩარტყმაში დასდო ბრალი. სალომე გოგიაშვილმა ამ განცხადებას ცრუ ბრალდება უწოდა და ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა.
მოგვიანებით სალომე გოგიაშვილმა ე.წ. სქრინები და აუდიოჩანაწერიც გაასაჯაროვა, სადაც მუქარის შემცველი ტექსტები ისმის.
ამჯერად ლიანა შენგელია მორიგ ვრცელ ტექსტს აქვეყნებს:
“ბევრი მეუბნება, რომ გავჩუმდე, რომ ჩემ გარდა არავის აინტერესებს ჩემი სიმართლე და რომ აზრი არ აქვს, ბრბოს რამე დაუმტკიცო. თუმცა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამხელა ცილისწამება და ბულინგი, რომელიც ერთი არაადამიანის ენის საფუძველზე განხორციელდა ყველანაირი დამამტკიცებლის გარეშე. კამერის წიმ მხოლოდ მისი ბრალდებები, მუქარები და ტირილი ისმოდა, რაც შემდეგ ამოჭრა ვიდეოდან ყველა ვითომ ჩემი სიტყვა და რატომღაც აღარ ჩივის ცილისწამებაზე. ანუ, რასაც უნდოდა, მიაღწია?
სამაგიეროდ, ის, ვინც ხმამაღლა ყეფს და ბრბოს ემოციებზე თამაშობს, არ ნიშნავს, რომ მართალია და ჩემი სიმართლე თავის საქმეს აკეთებს: ამოღებულია სატელეფონო ისტორია, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ ცხოვრებაში არასდროს, ვიმეორებ, არასდროს არც ერთი ზარი, არც ერთი მესიჯი არ მაქვს გაგზავნილი და WhatsUp-ზე არანაირი კომუნიკაცია არ მქონია ჩემს “ახლო მეგობარ ქალბატონთან”. ასევე, მეორე ნაძირალასთან, ვინც ჩაიწერა ჩემი საუბარი და სწორედ ეგ საუბარი არის ჩემი ალიბი, რომელიც, რატომღაც, დამინდეს და არ გამოაქვეყნეს და და გამოფინა მხოლოდ ჩემი შვილის ანერვიულებული და ემოციური პირადი საუბარი.
ცოცხალი რომ გადავრჩი, ორი ადამიანის დამსახურებაა – ეკა ჭუმბურიძის, მეგობრის, რომელიც სამი ღამე მითენებდა და სისულელეს გადამარჩინა და ჩემი პატარების მამის, ბიძოს, რომელიც გვერდიდან არ მომშორებია, კლდესავით მიდგას გვერდში და პირველი წამიდან ოდნავი ეჭვი არ შეჰპარვია ჩემს სიმართლეში! მადლობა ამ ადამიანებს და ყველას, თქვენ, ვინც მომწერეთ, ვინც გამამხნევეთ და მაგრძნობინეთ, რომ ჩემ გვერდით ხართ!
უფალმა ასმაგად დაგიფაროთ ყველა! მე არაფერი მჭირს საიმისო, რომ გავჩუმდე! პირადი ინფორმაციის ფარული ჩაწერა და გავრცელება, ამხელა ცილისწამება და თავდასხმა, ცოტა ბევრი ხომ არ არის იმისთვის, რომ გაჩუმდე?! ჩემს შვილს რომ შეეხო და მისი სასოწარკვეთილი ემოციური ფონი რომ გამოიყენა, რომელმაც კინაღამ დედა დაკარგა, მარტო ამას არ ვაპატიებ არც მე და არც – უფალი!
ამიერიდან მაგან იკითხოს, ყველამ რომ მისი მახინჯი სახე დაინახა ყველანაირი გაგებით, თორემ მე ვაგრძელებ ისევ ჩემს ლამაზ ცხოვრებას ჩემს დიდ ოჯახთან ერთად, რომელიც ერთ დიდ შეკრულ მუშტად მიდგას გვერდში!“
ლიანა შენგელიას ახალ პოსტს სოციალურ ქსელში უპასუხა სალომე გოგიაშვილმა.
“წავიკითხე ქალბატონის ახალი სტატუსი – გულწრფელად გეუბნები, უკვე ბრაზმაც გადამიარა”, – ამბობს სალომე გოგიაშვილი გამოქვეყნებულ ვიდეოში. მან საკუთარ გვერდზე ე.წ. სქრინები კიდევ ერთხელ გააზიარა, სადაც ლიანა შენგელიას ჩანაწერის საპირისპიროს ამტკიცებს.
როგორც სალომე წერს, საქმე სასამართლომდე აუცილებლად მივა, სამართლებრივ პროცედურებს კი დრო სჭირდება.