“უღრმესი მადლობა იტალიას და ყველა იტალიელს, იქაურ ქართველებს ვინც ეს სითბო და სიყვარული გვაგრძნობინა და გვასწავლა როგორ ვიცხოვროთ”

ექსპერტი ზაზა ცოტნიაშვილი საზოგადოებას იტალიაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უზიარებს.

იტალიაში მოგზაურობისას ბუნებაც და არქიტექტურაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ აქ გაცილებით ძვირფასია ადამიანური ურთიერთობები.

ადგილობრივების სითბო, გულწრფელობა და ჩვენ მიმართაც გამოხატული ზეპოზიტიური განწყობა ყველგან იგრძნობოდა.
წრფელი, გულითადი დამოკიდებულებით იტალიელები ერთმანეთს სიცოცხლეს აყვარებენ და უხანგრძლივებენ.
აქ უამრავ ბედნიერ წყვილს შეხვდებით; მათი დიდი ნაწილი ასაკოვანია, მაგრამ საოცრად ლამაზი.
ხანდაზმულობა იტალიაში ჩვეულებრივი ამბავია, თითქოს ასაკი მხოლოდ ციფრებია.
იტალიელები ცხოვრობენ სიყვარულით, ემოციით და ყოველდღიური სიხარულით, რაც ფანტასტიურ გარემოს ქმნის.
უღრმესი მადლობა იტალიას და ყველა იტალიელს, იქაურ ქართველებს, ვინც ეს სითბო და სიყვარული გვაგრძნობინა და გვასწავლა, როგორ ვიცხოვროთ!“, – წერს ზაზა ცოტნიაშვილი.