ევროპის უმდიდრესი პრინცესა ვენესუელელ მენეჯერზე დაქორწინდა

ლიხტენშტაინის პრინცესა, მარი კაროლინი ვადუცში საინვესტიციო მენეჯერ ლეოპოლდო მადურო ვოლმერზე დაქორწინდა.

DPA-ს თქმით, ლიხტენშტაინის მონარქის, ჰანს-ადამ II-ის 28 წლის შვილიშვილი შვეიცარიულმა ტაბლოიდმა Blick-მა „ევროპის უმდიდრეს პრინცესად“ მოიხსენია.

სააგენტო DPA-ს ცნობით, უძრავ ქონებაში, საბანკო სექტორსა და სატყეო მეურნეობაში არსებული აქტივების წყალობით, ლიხტენშტაინი უმდიდრეს ქვეყნად მიიჩნევა. ალპების შუაგულში მდებარე ეს ქვეყანა სულ რაღაც 160 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მოსახლეობა კი 40 000-ს შეადგენს.