ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში სამოტივაციო პოსტებს ხშირად აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებსაც აძლევს. ამჯერად იგი ემოციურ პოსტს გვთავაზობს.
“ბავშვობიდან ძალიან განვიცდი ზაფხულის დამთავრებას . რეიზა ? მენატრება ბაღნები , ბაღნობიდან ერთად რომ მოვდიოდით და ქალაქში წასასვლელად , თვალცრემლიანი რომ ემზადებოდნენ .
მენატრება სიცოცხლით სავსე სოფლები . მტკივა მიტოვებული სახლები . სადაც ვერ ვხედავ ფანჯრის მიღმა სინათლეს . მოფუსფუსე ბებია-ბაბუებს .
ის ადამიანები მენატრება , ვინც ჩვენს გვერდით ცხოვრობდნენ . მეზობლობის ასე ლამაზი წრე რომ ჩამომიყალიბეს ჩემს ცნობიერებაში და ახლაც არ მინდა ხოლმე დავიჯერო რომ სხვანაირი მეზობლობა არსებობდა ამქვეყნად . რომ უმრავლესობა ცოცხალი აღარ არის “ მენატრება მათი რჩევა–დარიგებები რომ ვერ ვიტანდით მათ მოსმენას . ჰო არ ვუსმენდით , სად ვიყავი თურმე . ცხოვრებაში ყველა რჩევა წინ დამიხვდა “
ის ბებია-ბაბუები მენატრება , რომლებიც თავისი შრომის ხარჯზე აძლიერებდნენ ოჯახებს . ქალაქიდან ჩამოსულ შვილიშვილებს ჭყინტი ყველი , კელამიდეს ჭადი , ახალი კარტოფილი და მათ ბოსტანში დაკრეფილი კიტრი და პამიდორი რომ არ მოკლებოდათ .
ახლა სოფლებში ზაფხული და ზამთარი ერთნაირად მშვიდია . ხშირად აუტანელია სიჩუმე . მიტოვებულია და მე ამას ძალიან განვიცდი ! მესმის რომ უამრავი პრობლემაა , მაგრამ ადამიანებო მოახერხეთ და ხანდისხან ჩამოით რა გეხვეწებით “, – წერს გივიკო დიდია.