“რომ შეეკითხები მაკა ვინ არის შენიო, ამაყად გიპასუხებს, ჩემი დაიკოო”

მომღერალ მაკა ზამბახიძის შვილიშვილი იუბილარია. ამის შესახებ მაკა სოციალურ ქსელში წერს.

“ჩემი სიცოცხლე და სიტკბო ბიჭი მიქაელი 4 წლის გახდამართალია მისი ბებია ვარ, მაგრამ რომ შეეკითხები, მაკა ვინ არის შენიო, ძალიან თამამად და ამაყად გიპასუხებს, “ჩემი დაიკოო” ეს ვარსკვლავური ღიმილი არასოდეს მოგკლებოდეს ჩემო“, – წერს მაკა ზამბახიძე.