ნუცა შანშიაშვილი იუბილარია – “სიბერე არ არსებობს!”

მომღერალი ნუცა შანშიაშვილი იუბილარია, იგი 55 წლის გახდა. ნუცა შანშიაშვილი დაიბადა თბილისში. მამა – მოქანდაკე, დედა – რუსთაველის თეატრის მსახიობი და თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორია.

ნუცა წლებია ამერიკაში ცხოვრობს და წარმატებული კარიერაც აქვს.

“სიბერე არ არსებობს!” არსებობს ცხოვრებისგან დაღლა, სურვილების გაქრობა, გაბეზრება.

რომ იციან თქმა დავბერდიო, ჩაიცვამენ რაღაც დაჯოჯილ სამოსს, ეს სიბერე კი არა, საკუთარი თავის უპატივცემლობაა. ადამიანი ყოველთვის უნდა გაიზარდოს, კი არ უნდა ბერდებოდეს, უნდა ბრძენდებოდეს“, – ამბობს ნუცა.