”ახალგაზრდებმა იციან, მაგრამ სიღრმისეულად ვერ იაზრებენ, რომ სიბერე ყველასთან მიდის“

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ახალგაზრდებმა იციან, მაგრამ სიღრმისეულად ვერ იაზრებენ, რომ სიბერე ყველასთან მიდის, გააჩნია ვისთან როგორი.

ღმერთმა დაგაბეროსო, ასე იცოდნენ ადრე ლოცვა.
ესეიგი დიდხანს იცოცხლეო.
ვნახე 100 წლის მოხუცს, რომელიც იტანჯებოდა საწოლს მიჯაჭვული, მაინც ვერ ელეოდა სიცოცხლეს.
სული მწარეაო, ასე ამბობენ, მაგრამ… ამბობენ და მორჩა.

რა ფენომენია სიცოცხლე და სიცოცხლის სიყვარული.

სულიერი, სიღრმისეული, წინდახედული და კეთილი ადამიანი, ბედნიერია.

ზერელე, ქარაფშუტა, უინტელექტო, მოღალატე და ენაჭარტალა ადამიანი, მუდმივად უსიამოვნებაშია, თან მუდმივ შარშია და მუდმივად უბედურია

ღმერთისთვის ყველა ადამიანი ერთია. ამიტომ ადამიანები ტყუილა ეტოლებიან ერთმანეთს.

მაგას, მე ვინ ვგონივარ…
ვინ გონიხარ და ჩვეულებრივი ადამიანი და თავისზე ნაკლები.

ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვროს.
ვისაც რა გულის თქმა აქვს, ისე მოიქცეს.
მე მიყვარს ადამიანები.
ცხოვრებამ მოითხოვა, რომ მკაცრი ვიყო და აუცილებლად ვიქნები.

გიორგი ჯაჯანიძე”