რა ღირს Christian Dior-ის ჩანთა და ელეგანტური შავი პიჯაკი, რომელიც ჯანეტ ქერდიყოშვილმა “თბილისობის” დღესასწაულზე მოირგო

თბილისში “თბილისობა 2025” აღინიშნებოდა. როგორც ყოველთვის, ღონისძიება გაჯერებული იყო ტრადიციული მოტივებით. გაიმართა საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიაც.

საღამოს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი პატარა ანნასთან ერთად. ნოემ სოციალურ ქსელში კახა კალაძესთან და ანუკი არეშიძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტომ უამრავი კომენტარი დაიმსახურა.

ჯანეტ ქერდიყოშვილმა საღამოსთვის ელეგანტური შავი ორეული მოირგო, რომელიც მბზინავი ელემენტებით გამოირჩეოდა. ეს ლუქი კი უფრო განსაკუთრებული  Christian Dior-ის პატარა ზომის ჩანთით გახადა. ჩანთა ასევე მბზინავი ეფექტისაა და მისი ფასი, დაახლოებით, 8 000 დოლარია.