ყველასათვის საყვარელი მსახიობი თათული ედიშერაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც გარდაცვლილ კოლეგაზე წერს.
“ოთია, მას შემდეგ რაც გადაწყვიტე “ზემოდან გვიყურო”( ზუსტად ვიცი ამაზე როგორ გაიცინებდი) პირველად უნდა ვითამაშოთ ხვალ ” ხანუმა” . სხვა რეალობაში და ძალიან ცუდ რეალობაში!
ძალიან მიჭირს ემოციურად ხოდა ვიცი იქ იქნები! ნეტა საიდან შემოგვხედავ და მერე? მერე რომ დამთავრდება სპექტაკლი როგორც წესი ვინ მკითხავს რა ქენითო? ან სიცილით ” ეგ კაია, დატოვე” .-ო. იმდენ ამბავს გიყვები გონებაში ხან ვიცინით ,ხან ვქოთქოთებთ .ვახ, ოთია ასე არ შეიძლებოდა! ძალიან მენატრები ჩვენო ოთია . ეჰჰ რამდენჯერ მოგიძღვნი ჩემთვის ჩუმად სპექტაკლს მაგრამ მაინც ვერ იქნება შვება. სად წახვედი ადამიანო?“ – წერს თათული ედიშერაშვილი.