“არაფრის ხალისი არ მაქვსო… მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს“

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ზაკ მირიანაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. იგი წერს რომ „წუნა და წრუწუნას“ ერთ-ერთ მხატვარს ესაუბრა, რომელიც ამჟამად მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს და მის სიტყვებს გვიზიარებს.

“ვესაუბრე “წუნა და წრუწუნას” ერთ-ერთ მხატვარს. წლებია მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. მითხრა, ვიღას ახსოვს ჩვენ რას ვაკეთებდით, ახლა ბავშვები 10 წუთში ქმნიან ანიმაციასო.
ახლა რომ ასე მარტივია ეს ყველაფერი, ის კლასიკა როგორ იქმნებოდა, ამაზე მომიყვეთ მინდა-მეთქი.
არაო, შვილო. სავარძელს ვარ მიჯაჭვული, ვერ გადავადგილდები. არაფრის ხალისი არ მაქვსო. რაც წარსულში იყო, მორჩა ის ყველაფერი, დამთავრდა. სისულელეა იმაზე ლაპარაკი, ახლა მე სიკვდილის გარდა აღარაფერს ველოდებიო.
არ მავიწყდება ეს სიტყვები, რასაც არ უნდა ვაკეთებდე გონებაში მიტრიალებს. ჩემს რუბრიკას ხომ “მოკლე ინტერვიუ პირად საკითხებზე” ჰქვია. ჰოდა ამაზე მოკლე და მწარე ინტერვიუ მე არ ვიცი… , – წერს ზაკ მირიანაშვილი.