“ხვალინდელი დღის შიშით ვიძინებდი და ვერ გადასატანი დღეებიც ღიმილით გადამქონდა”

მომღერალი ქეთი ჩხაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”6 წლის წინ, როცა სამი ბავშვით და მეოთხეს მოლოდინში, 15 წლიანი იპოთეკით ნაყიდ, 32 კვადრატულ, მოცუცქნულ ბინაში გადავედით, ფაქტიურად არაფერი გვქონდა🙈
არაფერი გვქონდა, მაგრამ საკუთარი, მხოლოდ ჩვენი ბუდე გვქონდა❣️და მიზანი, უკეთესი ცხოვრებისკენ და წარმატებისკენ სწრაფვა!
მე, უკვე მეოთხეზე ორსული, ვაცხობდი, ვფუსფუსებდი, სულ კეთებაში ვიყავი და, მახსოვს, ერთმა ფეისბუქ მეგობარმა მომწერა, სულ გემრიელობებს რომ აკეთებ, ალბათ შესაბამისი პირობები და ყველანაირი კომფორტი გაქვსო….
და, ამ დროს, ჩემი რეალობა სულ სხვანაირი იყო🙄😂
სამზარეულოც კი არ გვქონდა და სკამზე შემომდგარ რაღაცაზე ვაკეთებდი ხინკალსაც, მწვადსაც და პურსაც ვაცხობდი….
ლამაზი ფოტოა, ხომ?🥰🙄😂🙈
აი, ამ ნამცხვრის ფირფიტები ტაფაზე გამოვაცხვე და ხელით ამოყვანილი კრემით გავკრემე, რადგან არც ღუმელი მქონდა და არც მიქსერი🙈
ახლა, იმ პერიოდს ღიმილით და მხიარულად ვიხსენებთ🥰
ყველაზე დიდი ბედნიერება, ზუსტად იმ ბინაში შევიგრძენით და უდიდეს სიმშვიდესაც იქ ვეზიარეთ🙏💞
არავის გაუგია, არავის გაუფიქრებია, არც ჩვენს მშობლებს, არც ახლობლებს, არავის დედამიწის ზურგზე, რა გაჭირვებაშიც ვიყავით…
ყველა კრიზისსა თუ განსაცდელში ყოველთვის მარტო ვართ მე და გიორგი, და ეს იმხელა ძალას გვაძლევს, ყველაფერს ვუმკლავდებით🙏
არასდროს არავისთან ვიმჩნევთ პრობლემებს და გზაც მალევე გამოჩნდება ხოლმე….
და, მერე, ახალი და უფრო დიდი ბინაც შევიძინეთ, ისევ 15 წლიანი იპოთეკით და ნელ ნელა ყველაფერი შევაკოწიწეთ და მოვძლიერდით🙏 ხელოსნებიც ჩვენ ვიყავით და ჩვენი ხელებით გავარემონტეთ, თუმცა რემონტი ჯერაც არ დაგვისრულებია, რადგან წლებია საჭირო, წლების დაგროვილი ვალებიდან ამოსასვლელად…❤️❤️❤️❤️❤️❤️
ამას, ვერასდროს გაიგებს ის, ვისაც ცხოვრებაში ყველაფერი მზა დახვდა…
ბევრს ჰგონია, რომ კარგი ცხოვრებისგან ვარ ასეთი ლაღი, ბედნიერი, მოვლილი… არა, ვერავის წარმოუდგენია, რომ თავის მოვლა კი არა, ხვალინდელი დღის შიშით ვიძინებდი და ვერ გადასატანი დღეებიც ღიმილით გადამქონდა….
თუ ვინმეს, ჩემი ბრჭყვიალება შეშურდება, ჯერ ჩემი გამოვლილი გზა გამოიაროს…
მოვა დრო, და ჩვენს მთელ ცხოვრებაზე წიგნს დავწერ!
ზუსტად ისეთი ცხოვრება გამოვიარეთ, ერთი ამოსუნთქვით რომ წაიკითხავს ადამიანი……
ბევრისთვის ვართ სტიმული hi და მჯერა, ერთი ადამიანისთვის მაინც იქნება ეს პოსტი, პოზიტივის და მუხტის მომცემი🙏💖”

6 წლის წინ, როცა სამი ბავშვით და მეოთხეს მოლოდინში, 15 წლიანი იპოთეკით ნაყიდ, 32 კვადრატულ, მოცუცქნულ ბინაში გადავედით,…

Posted by Keti Chkhaidze on Saturday, October 25, 2025