“გუშინდელი ღამე გადავიტანეთ, თუ გადატანა ჰქვია… ეს ჭრილობა კიდევ უფრო მძაფრად მახსენებს ჩემს შეუხორცებელ ნაიარევს”, – წერს სოციალურ ქსელში მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი და ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას ეხმაურება. ნანუკამ საკუთარ გვერდზე მეგობრის, სალომე ბაკურაძის, ლაშა ბასლანძისა და მათი შვილის, პატარა სანტის ფოტო გააზიარა.