“რამდენი ლამაზი გეგმები დაგრჩა ასასრულებელი შენს არაჩვეულებრივ მეუღლესთან ერთად”

სამედიცინო საზოგადოება ახალგაზრდა ექიმს, ნიკოლოზ ხაბელაშვილს გლოვობს.  33 წლის ხაბელაშვილი გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტი იყო.

კოლეგების ინფორმაციით, ხაბელაშვილს სტენტი ჩაუდგეს, თუმცა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ თრომბი განუვითარდა და მისი გადარცენა ვერ მოხერხდა.

“ექიმი რომელსაც არაერთი სიგიჟე ჩაუდენია პაციენტის გადასარჩენად. ექიმი რომელიც ყველას გვეიმედებოდა დიდსა თუ პატარას. ექიმი რომელიც ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც კი სხვაც ამშვიდებდა და არ კარგავდა იუმორს. როცა მისი ცუდად ყოფნა გავიგე, მეგონა მისი მორიგი ხუმრობა იყო… როცა პალატაში მოსანახულებლად ავედი, ისევ ჩვეული იუმორით დამხვდა: ,, რამ შეგაშინათ ხალხო? ჩემიდან თავს ვერ დააღწევთ, 15-ში ვარ მორიგე და მაქამდე არ მოიწყინოთ.” რამდენი 15 რიცხვი გავა უშენოდ? რამდენი ლამაზი გეგმები დაგრჩა ასასრულებელი შენს არაჩვეულებრივ მეუღლესთან ერთად. ძალიან დაგვაკლდები ყველას. საქართველომ შენი სახით არაჩვეულებრივი შვილი და პროფესიონალი ექიმი დაკარგა. შეხვედრამდე ნიკა ექიმო “, – წერს გარდაცვლილის მეგობარი.