“ამერიკაში არ შევქმნი ოჯახს, რადგან ჩემი და ამერიკული მენტალიტეტი ძალიან განსხვავდება”

ნინი შერმადინი უკვე არაერთი წელია, ქართველი მსმენელისთვის საყვარელი და საინტერესო მუსიკოსია. ნინის წლების წინ საქართველო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა – მან გარკვეული პერიოდი ერთადერთი შვილისგან შორს გაატარა, პანდემიის პერიოდში გაკარგა მშობლები, ჰქონდა კარიერული სირთულეები, თუმცა მოახერხა ყველაფერთან გამკლავება და ახლა მისი ცხოვრება უფრო მშვიდი და ბედნიერია.

ამჯერად ნინი ამერიკული ცხოვრების შესახებ ჟურნალ “სარკესთან” საუბრობს. მან, სხვა საინტერესო თემებთან ერთად,  პირადსა და ოჯახზეც ისაუბრა:

„ამ ეტაპზე ჩემ გვერდით საყვარელი მამაკაცი არ არის და ჯერ არც ვაპირებ, რომ იყოს. ამერიკაში არ შევქმნი ოჯახს, რადგან ჩემი და ამერიკული მენტალიტეტი ძალიან განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვიცი ინგლისური ენა, სულ ინგლისურად ვერ ვილაპარაკებ. ვერც წარმომიდგენია სხვა ეროვნების მამაკაცი ჩემ გვერდით”, – ამბობს ნინი შერმადინი.