მსახიობი ნატალია ყიფშიძე ცნობილი ოჯახიდანაა. ის კრისტი და გიორგი ყიფშიძის ქალიშვილია. ბაბუა კი მსახიობი ზურა ყიფშიძეა. ნატალია ოჯახის მსგავსად მსახიობია. ნატალია სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა, ამჯერად მან მენტალურ პრობლემაზე ისაუბრა
“2023 წელს როდესაც ჰელოუინზე მივდიოდი, ფსიქოლოგიურად არ ვიყავი კარგად, როდესაც კოსტიუმი ჩავიცვი, მაკიაჟი გავიკეთე, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ვემზადებოდი გასასვლელად. კლუბის შესასვლელთან მეგობრები დამხვდნენ და ტაქსიდან გადმოსვლისას მივხვდი, რომ საშინელი შფოთვები მქონდა, ფიზიკურად არ შემეძლო კლუბში შესვლა.
ამ პერიოდში თერაპია დამთავრებული მქონდა და მეგონა, მზად ვიყავი ხალხში ყოფნისთვის და შემეძლო ადამიანურად გართობა, რასაც ყოველთვის ვიყავი შეჩვეული. ბავშვობიდან მიყვარდა კლუბები, გართობა, ბევრი ხალხი, ცეკვა და მუსიკა.
წელს გადავწყვიტე, რომ ერთ-ერთი კოსტიუმი იქნება ის, რაც უნდა ვყოფილიყავი 2 წლის წინ. დიდად ამ თემაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ რადგან ამ ვიდეოს ვიღებ, შემიძლია ამ თემაზე საუბარი. მქონდა დეპორსონალიზაცია, პანიკური შეტევის დროს ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი, რას ვაკეთებდი, რა ხდებოდა ჩემ გარშემო. ჩემი თავისთვის უნდა ამეხსნა, რომ ყველაფერი მოგვარებადი იყო და არანაირი საფრთხე არ გამაჩნდა, განსაკუთრებით იმ ხალხის გვერდით, რომლებსაც ძალიან ვუყვარვარ.
ახლა კარგად ვარ, ვერთობი, ხალხში თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, ვიცი, როგორ უნდა გავუმკლავდე და რა უნდა მოვიმოქმედო. აქციების დროს უფრო და უფრო შევემზადე, რომ ბევრ ხალხში ყოფნა შემძლებოდა. რაღაც მომენტში არ გამომდიოდა, მაგრამ ეს იყო ჩემი თავის ტესტი. ეს ყველაფერი იყო მენტალური პრობლემა და არა ის, რომ ადამიანების მეშინოდა, მეშინოდა საკუთარი ფიქრების. ეს იყო ყველაზე რთული, რადგან ვერ ვუხსნიდი საკუთარ თავს, რა მჭირდა.
სხვათა შორის წამლების და მედიკამენტების გარეშე ვიმკურნალე. ეს ყველაფერი ბოლომდე არ გადის, არის მომენტები, როდესაც ასე ვგრძნობ თავს, უბრალოდ ვიცი, როგორ უნდა გავაკონტროლო,” – ამბობს ნატალია ვიდეოში.