საზოგადოებამ ნანუკა გულუა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან” გაიცნო. მან სახასიათო პერსონაჟის, დოჩის როლი მოირგო და საზოგადოებას თავი მალევე შეაყვარა, მას შემდეგ ნანუკა დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს და გულშემატკივრებთან კონტაქტს სოციალური ქსელებით ინარჩუნებს.
ნანუკა ცოტა ხნის წინ იუბილარი იყო. მან საკუთარ სოციალურ ქსელში სამადლობელი წერილი გამოაქვეყნა:
“37 წლის რომ გავხდი, ღმერთს შევევედრე, დედა გავმხდარიყავი… მაშინ არც კახას მსგავსი ადამიანი მინატრია და ვერც მრავალშვილიან დედობას წარმოვიდგენდი, მაგრამ ჩემი ლოცვა ამიხდა… ლოცვას დიდი ძალა აქვს, მეგობრებო, სიკეთისა და სიყვარულის უნარს ძალიან ახლოს მიჰყავხარ ღმერთთან! მადლობა, რომ, ჩემი დაბადების დღის შემდეგ, განსაკუთრებულად ვარ გადავსებული ზღვა სიყვარულით და კეთილი სურვილებით! არ სრულდება მილოცვები, ვერ ვერევი ვერც კითხვას და ვერც პასუხის გაცემას… როგორ დავიმსახურე?! როგორ ?!” – წერს ნანუკა გულუა.