“გოგონა რომელმაც ყველა სირთულე დამავიწყა“ – ალექსანდრა პაიჭაძე ესპანეთიდან იუბილარი შვილის კადრებს აქვეყნებს

მოდელისა და ტელეწამყვანის ალექსანდრა პაიჭაძის და ბიზნესმენ დავით კოდუას ქალიშვილი ვიქტორია 4 წლის გახდა. გოგონას საკუთარ დაბადების დღეს ბარსელონაში შეხვდა. როგორც კადრებიდან ირკვევა, ვიკი ესპანეთში ორივე მშობელთან ერთად იმყოფება.

 

„უპირობო სიყვარულის 4 წელი.

გოგონა, რომელმაც ყველა სირთულე დამავიწყა და დამიკომპენსირა… უსასრულო სიყვარულის და ტკბილი ადამიანობის სიმბოლო, საყვარელი ფუტკარი ვიქტორია“, – წერს პაიჭაძე.