ადვოკატი იაკო კვანტალიანი იაგო ხვიჩიას მიმართავს.
”Iago Khvichia იაგო ხვიჩია, სანამ ქართველ ადვოკატებს შეურაცხყოფას მოგვაყენებ და ცხოველების მოკვლას პროპაგანდას გაუწევ, ჯერ ჯობია გადაშალო სისხლის სამართლის კოდექსი, ადმინისტრაციული სამოქალაქო ,მოიძიო სასამართლო გადაწყვეტილებები პრაქტიკა პრეცედენტი,რომლის ავტორიც ვარ,ასეთი უმეცარი უინტელექტო ვიდეოების ჩაწერას! ცხოველები არაერთხელ დამიცვია და ისეთი პრეცედენტები გვაქვს სასამართლოში ,ამერიკაშიც კი არ ექნებათ!ახლა კი როგორც პირველი კურსის სტუდენტს ისე აგიხსნი თუ რატომ არ არის ცხოველი ნივთი,რატომ არ შეიძლება მისი მოკვლა და უდიერად მოპყრობა,დაჯექი და წაიკითხე იქნებ ცოტა განათლდე და ადვოკატებზე შეურაცხყოფას შენი უინტელექტო საუბრებით შეეშვა!
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ცხოველები არ არის ნივთები იმ მნიშვნელობით, როგორც სხვა ქონება
ცხოველები არ არის ნივთები, თუმცა მათზე ვრცელდება ნივთებზე ნორმები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ნორმებს ეწინააღმდეგება ცხოველის ბუნება და კონკრეტული კანონი,,
ცხოველებზე შეიძლება გავრცელდეს ქონებრივი ურთიერთობები (მაგ.: ყიდვა, ჩუქება, მემკვიდრეობა და სხვ.).
მაგრამ ცხოველს არ აქვს ნივთის სტატუსი არსობრივად მას აქვს ცოცხალი არსების, მგრძნობიარე არსების სტატუსი.
მფლობელს არ აქვს აბსოლუტური უფლება, როგორც ნივთზე აქვს (მაგ. ვერ გაანადგურებს, ვერ მოექცევა ბოროტად)
ამიტომ, იაგო ხვიჩია ნუ ატყუებ საზოგადოებას რომ„სამოქალაქოში ძაღლი ნივთია!
ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალში ცხოველზე.
არასათანადო მოპყრობა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
ხოლო მძიმე ტანჯვა, წამება სისხლის სამართლის დანაშაული
ეს ნიშნავს, რომ: მფლობლის უფლება შეზღუდულია ცხოველის ინტერესებითა და კეთილდღეობით
სამოქალაქო კოდექსი ცხოველებს ნივთებად არ მიიჩნევს. მათზე მხოლოდ ნაწილობრივ ვრცელდება ნივთის ნორმები და მხოლოდ იქ, სადაც ეს არ ეწინააღმდეგება ცხოველის ბუნებას. შესაბამისად, ცხოველი არ არის ნივთი; მას აქვს ცოცხალი არსების, მგრძნობიარე არსების სტატუსი, და მფლობელს შეზღუდული უფლებები აქვს! ხოლო ნივთზე შეგიძლია სრული განკარგვა! ცხოველი არ შეგიძლია აწამო, მოაკლა, უყურადღებოდ დატოვო, ტკივილი მიაყენო და ა.შ
ეს კანონმდებლობის დონეზე გამიჯნულია,ამაზე სასამართლო პრაქტიკა და პრეცედენტიც არსებობს (კომენტარში დავდებ)
მოკლედ ცხოველებზე ვრცელდება ქონებრივი ნორმები მხოლოდ იქ, სადაც ეს არ ეწინააღმდეგება ცხოველის როგორც ცოცხალი და მგრძნობიარე არსების ბუნებას. შესაბამისად, ცხოველი ნივთი არ არის, და მისი მფლობელის უფლებები შეზღუდულია ჰუმანური მოპყრობის პრინციპებით.
იმედია ცოტა გაგეხსნა გონება!”