“ხშირად ღმერთს ვთხოვ, ყოველთვის მომცეს ძალა და სწორი მიმართულება ცხოვრებაში”

“28 წელია, ამას აკეთებს… 44 is all about love – ის სითბო და სიყვარული, რომელსაც ვგრძნობ ჩემ მიმართ, ყველაზე დიდი მოტივაციაა, ვიყო უკეთესი. ერთდროულად მახარებს, მაბედნიერებს და, ამავე დროს, უდიდესი პასუხისმგებლობაც არის ჩემთვის. ხშირად ღმერთს ვთხოვ, ყოველთვის მომცეს ძალა და სწორი მიმართულება ცხოვრებაში, რომ შევძლო გავცე მეტი სიკეთე და უკანაც იგივე დამიბრუნდეს. რადგან, როგორც არ უნდა შევხედო და ვატრიალო ჩემი შეხედულებები და ფასეულობები, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც ადამიანური ურთიერთობებია. მადლობა ყველას”, – წერს მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა კვარაცხელია საკუთარ გვერდზე და მეგობრებს მადლობას უხდის დაბადების დღის კეთილი სურვილებისთვის.