ციცინო შურღაიამ გამოცემა “ზმნასთან” ია ფარულავასთან დაკავშირებულ სკანდალზე ისაუბრა.
”მაშინ როცა, ია ფარულავას საზოგადოების 99 პროცენტი უარყოფითად ახასიათებს, მე რატომ ვერ ვხედავდი მის ცუდ მხარეებს, ძალიან მიკვირს. რატომ ვერ ვხვდებოდი? მაგრამ რაღაც აქვს ამ ადამიანს დამაბრმავებელი. მეც ვცდებოდი…
დღეს მე ელიტა მილოცავს იმას, რომ კიდევ კარგი, საერთოდ ქუჩაში არ დარჩი და ყველაფერი არ წაგართვაო. ის ატყუებს ყველას. ტარიელ სუარი ახლა იმ სახლში ცხოვრობს, სადაც მე ვცხოვრობდი მანამდე. მას იამ გააყიდინა სახლი და პრაქტიკულად ქუჩაში დატოვა. ამიტომ ტარიელი ამბობს, რომ ის სახლი მას ეკუთვნის და იქ უნდა იცხოვროს, თვითონ ია, ახლა, ნაქირავებში ცხოვრობს.
რას ამბობდა ჩემზე, არ იცით? ციცინოს მე გავუკეთე რეკლამა და ამაში უნდა გადაეხადა ჩემთვის ფულიო. და როგორც მერე უთქვამს, ამაში „შემაწერა“ ფული. თურმე, ია ფარულავამ გამიკეთა რეკლამა! ეგ ვენახში იყო, როცა მე რუსეთის საუკეთესო ქირურგი ვიყავი. მე რომ ჩამოვთვალო, ვისთვის მაქვს ოპერაციები გაკეთებული, მაშინ მიხვდებით, მე ვინ ვარ და ია ვინ არის.
ეგ კაგებეშნიკიაო, უთქვამს ჩემზე, რაზეც ხალხი იცინოდა…”