სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ სალომე გოგიაშვილის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერის მცირე მონაკვეთი იხილა. ტელეწამყვანმა მისი მეუღლის, ვახო ნიკოლაიშვილისა და ყოფილი მოდელის, ლიკა შენგელიას სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა. მისი ეს გადაწყვეტილება კი, როგორც თავად განმარტა, ლიკა შენგელიას მხრიდან დაუსრულებელი ცილისწამებისა და შანტაჟის შესაჩერებლად გააკეთა. ასევე, როგორც სალომე გოგიაშვილი განმარტავს, ის ამ ჩანაწერით შენგელიას ამხელს ტყუილში და სურს, რომ ამ თემაზე საჯაროდ საუბარი აღარ გაგრძელდეს, რადგან მას საჩივარი პოლიციაში უკვე შეტანილი აქვს და ელოდება რეაგირებას.
აღნიშნულ საკითხზე ბოლო რამდენიმე კვირაა, არც ერთი მხარე აღარ საუბრობს. სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება ლიკა შენგელია, სალომე გოგიაშვილი კი საკუტარ ყოველდღიურობას “ინსტაგრამ სთორის” საშუა;ებით ხშირად აზიარებს. ამჯერად პოსტს შვილების შესახებ წერს და ამბობს, რომ მეუღლესთან დაშორების შემდეგ ისინი განსაკუთრებით ზრუნავენ დედაზე:
“მოკლედ, რაც მარტო დავიწყეთ ცხოვრება, გადაწყვიტეს, რომ იზრუნონ ჩემზე. არ ვიცი, სადღაც გულში, ეტყობა, ეცოდებათ დედა. ჰო და მაღაზიაშიც მარტო არ გამიშვეს, ღამეა და წამომყვნენ. ერთი საათია ვზივარ მანქანაში. გაღვიძებისთვის მეცოდება ორივე, ისე ტკბილად სძინავთ და მარტოც ვერ ვტოვებ. წამოვედი უკან. გზაში კი დამჭირდა ნახევარი საათი და კი გამოიძინეს კარგად”, – წერს სალომე და ვიდეოსაქვეყნებს.
View this post on Instagram