ნუცა შანშიაშვილი თავის გამომწერებს და უბრალოდ, გულშემატკივრებს, ფეისბუქზე, ერთ საინტერესო გამოცდილებას უზიარებს. რა უარყოფითი ფაქტიც არ უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, თქვით – არა უშავს. რატომ? მოუსმინეთ მას.
“მაგარ საიდუმლოებას გასწავლით, რომელიც მაგრად მუშაობს. რაც არა უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, თქვი, ორი სიტყვა, “არა უშავს”.
დაკარგე ფული? – არა უშავს, გამოგაგდეს სამსახურიდან? – არა უშავს. გაშორდი საყვარელ ადამიანს? – არა უშავს. თავზე დაგეცა ქვა და ცოცხალი დარჩი? – არა უშავს.
იცი, რატომ უნდა თქვა ასე? ამ სიტყვას ავტომატურ რეჟიმში იმ ბალანსში გადაჰყავხარ, რომლის შედეგადაც აუცილებლად კარგი რაღაც მოხდება. ცხოვრება არის მდინარე. მიდის და მიედინება, არ ჩერდება. და გაყევი ამ დინებას. ნუ გაჩერდები იმ პრობლემაში, რაც შენს თავს მოხდა. გაატარე და რაც მთავარია, თქვი – არა უშავს! დარწმუნდები, რომ ხვალ უკვე კარგი რამ მოხდება. რაც არ უნდა მოხდეს – არა უშავს!” – ამბობს ნუცა ვიდეომიმართვაში.