პოპულარული სპორტული გამოცემის, EssentiallySports-ის ჟურნალისტი, ვრცელ სტატიას უძღვნის UFC-ის ქართველ მებრძოლს, ჩემპიონ ილია თოფურიასა და მისი პირადი ცხოვრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
“ვინ არის ქეთა როსტომაშვილი? ილია თოფურიამ გიორგინა უზკატეგუისთან დაშორების შემდეგ ჭორები გააჩინა“ – სტატიას ამ სათაურით ათასობით ნახვა აქვს.
EssentiallySports ტოპ ათეულში მყოფი სპორტული გამომცემელია აშშ-ში. მას Facebook-ზე 85 ათასზე მეტი, ხოლო Instagram-ზე – 33 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.
EssentiallySports დეტალურად მიმოიხილავს ილია თოფურიას პირად ცხოვრებას, მის ურთიერთობას ჯორჯინა უზკატეგუი ბადელთან და განქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, წერს ქართველი ქალის, ქეთა როსტომაშვილის შესახებ. გთავაზობთ EssentiallySports-ის სტატიას ქართულ ენაზე:
ილია თოფურიას პირადი ცხოვრება ყურადღების ცენტრშია
ილია თოფურიას, გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საკმაოდ მძიმე პერიოდი ჰქონდა, განსაკუთრებით კი პირად ცხოვრებაში. ვრცელდება ცნობები, რომ ის და ჯორჯინა უზკატეგუი, რომელიც ახლა სავარაუდოდ მისი ყოფილი მეუღლეა, მრავალწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. მსუბუქი წონის ჩემპიონის ყოფილმა პარტნიორმა ინსტაგრამის პროფილიდან თოფურიასთან დაკავშირებული ყველა პოსტი წაშალა, რაც მათ ურთიერთობაში წერტილის დასმას მოასწავებდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ‘ელ მატადორმა’ საკმაოდ სწრაფად გადალახა ეს ეტაპი.
ილია თოფურიამ სოციალური მედიის მომხმარებლები კიდევ ერთხელ აალაპარაკა თავისი პირადი ცხოვრების შესახებ. ყოფილ მეუღლესთან მომხდარი ამბების შემდეგ, მსუბუქი წონის ჩემპიონი სოციალური მედიის მრავალ პოსტში სხვა ქალთან, ქეთა როსტომაშვილთან ერთად გამოჩნდა. ამან არაერთი ჭორი გამოიწვია.
📌 ყველაფერი, რაც ვიცით ქეთა როსტომაშვილის შესახებ
ინტერნეტსა და საჯარო სივრცეში არსებული დეტალების თანახმად, ქეთა როსტომაშვილი თბილისში მცხოვრები მეწარმეა. კერძოდ, ქეთა როსტომაშვილი სილამაზის სტუდიის თანადამფუძნებელია. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით, რამდენად დიდია მისი ბიზნესი ფინანსური თვალსაზრისით, როგორც ჩანს, ის შედარებით ახალი დაწყებულია, რადგან ინსტაგრამზე მხოლოდ 613 გამომწერი ჰყავს. ირკვევა, რომ ქეთას კავშირები მერაბ დვალიშვილთანაც აქვს.
მეორეს მხრივ, მაშინ, როდესაც თოფურიას ურთიერთობის შესახებ სპეკულაციები ვრცელდებოდა, მისმა ყოფილმა მეუღლემ სოციალურ მედიაში არაერთი პოსტი გააზიარა. განაგრძეთ კითხვა