“შენ ამის გამო სამოთხეში არ შეგიშვებენ” – თეონა კონტრიძე ნიკოლოზ ცისკარიძეს

მომღერალ თეონა კონტრიძესა და ბალერონ ნიკოლოზ ცისკარიძეს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებთ.
მეგობრები გამომწერებს ხშირად ანებივრებენ საინტერესო, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოებით.
ერთ-ერთ ბოლოს გავრცელებულ ვიდეოში, ქართველმა მეგობრებმა, საკუთარ ხასიათსა და თბილისური აღზრდის გავლენაზე ისაუბრეს.
თეონამ ნიკოლოზს შეახსენა, რომ იმ მრავალრიცხოვან ინტერვიუებში, რომლებსაც მოცეკვავეს ჟურნალისტები ართმევენ, საუბარი ცისკარიძის მხოლოდ დადებით თვისებებზეა, მისი “ბნელი მხარე” კი საიდუმლოებით მოსილი რჩება.
“შენ არ იცი პატიება და შენ ამის გამო სამოთხეში არ შეგიშვებენ,” – უთხრა კონტრიძემ ცისკარიძეს მას შემდეგ, რაც მოცეკვავისაგან მის უარყოფით მხარეებზე “საუბრის უფლება” მიიღო.
“ვინ იცის, რა შეიცვლება წლების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში. სიცოცხლის ბოლოს. ივანე მრისხანემაც კი მიიღო შენდობა და გახდა მონაზონი” – ასეთი იყო მოცეკვავის პასუხი.

რაც შეხება თეონა კონტრიძის შენიშვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ბალეტის ვარსკვლავი მონაზონივით მოკრძალებულად და უხმაუროდ ცხოვრობს, ნიკოლოზ ცისკარიძემ აღნიშნა, რომ ეს თბილისური აღზრდის შედეგია.
“ეს თბილისურ აღზრდას უკავშირდება. მე და შენ ალბათ სხვადასხვანაირად ვუსმენდით დედებს, როცა გვეუბნებოდნენ – ეს არ გეკადრება.
მე რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ჩემი მშობლები მართლები იყვნენ… სახელს ახალგაზრდობიდანვე სჭირდება გაფრთხილება და საკუთარ თავს პატივს უნდა სცემდე.
შენი საქციელის არ უნდა გრცხვენოდეს, როცა ეკლესიაში მიდიხარ და ხატის წინ დგახარ, ან როცა დასაძინებლად წვები და ძილამდე რამდენიმე წუთი გაქვს, რომ საკუთარ თავთან გულახდილი იყო,” – მიუგო ნიკოლოზ ცისკარიძემ.

 

ზმნა