შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”ასეთი დიდი, საშიში და ვერაგი იმპერია როგორც ბრიტანეთია, რომ იწყებს რომელიმე პატარა ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ მძლავრი მედიის გამოყენებით დემონიზების კამპანიას, ეს საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის მომზადებაა, რათა შემდგომში გამართლდეს გადატრიალება, ან პოლიტიკური ფიგურის ლიკვიდაცია.
საქართველოში სამხედრო გადატრიალება ცოტა რთულია, რადგან ეს ხელს შეუწყობს რუსეთს გაამართლოს და განახორციელოს კვლავ ანექსია, მაგრამ არ არის გამორიცხული ამაზეც წავიდეს ბრიტანეთი.
აი პოლიტიკური მკვლელობა კი სრულიად მოსალოდნელია და ეს უფრო უმტკივნეულო სცენარია ჩვენი დაუძინებელი მეგობრებისგან.
ყოველ შემთხვევაში, ასეთ ფეიკ კამპანიებს გაუაზრებლად არ წამოიწყებდა მი ექვსი.
ძალიან საშიშ სტადიაში გადადის საქართველოზე ზეწოლა და ყველანაირ მძიმე სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ.
BBC-ს მიმართ გამოძიებაც აუცილებელია და სასამართლოში პასუხის მოთხოვნაც, მაგრამ არა მგონია ჩვენს პატარა ქვეყანას ასეთ დიდ
იმპერიასთან რაიმე გამოუვიდეს.
ჩემი აზრით, უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ, ზეწოლა უფრო გაიზრდება და მცდელობა საქართველოში დაამძიმონ მდგომარეობა უფრო მოსალოდნელია.”