“არანაირი ბარიატრია, არანაირი ნემსი, ერთადერთი, რაც გასახდომად გამომიყენებია…”

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობს პიროვნული განვითარების, თავის მოვლისა და წონის კლების შესახებ. ტელეწამყვანი ამ მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას გამომწერებს ხშირად უზიარებს და საუბრობს, თუ როგორ მოახერხა წლების განმავლობაში ზედმეტი წონის კლება, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სასურველ ფორმაში ჩადგომა. როგორც ნანუკა ამბობს, მეორე შვილის გაჩენისას ის 108 კილოგრამს იწონიდა, მშობიარობის შემდეგ კი ზედმეტი წონა მისი პრობლემა გახდა და ამ პრობლემას სხვადასხვა გზით ებრძოდა.

ამჯერად ნანუკა ჟორჟოლიანი პასუხობს კითხვებს მენტალური ჯანმრთელობისა და წონის კლების შესახებ და წერს, რომ ზედმეტი კილოგრამები არც რაიმე ნემსით და არც ოპერაციით და დაუკლია:

“არანაირი ბარიატრია, არანაირი ნემსი. ერთადერთი, რაც გასახდომად დამილევია, იყო 2011 წელს დეტოქს წამალი და საავადმყოფოში მოვხვდი. დავიფიცე, რომ მსგავსს არაფერს ჩავიდენდი. უფრო მეტიც, გასახდომი დექტოსის პროდუქტებს რეკლამასაც არ გავუკეთებ, რამდენიც არ უნდა გადამიხადონ” .

“ყველაზე ეფექტურად კალორიული დეფიციტით დავიკელი. ცხოვრების სტილია – ჭამ, რასაც გინდა, როცა გინდა, უბრალოდ დეფიციტში ხარ”.

“კალორიების რაოდენობა წონასა და სიმაღლეზეა დამოკიდებული. მე 1 200 კალორიას ვიღებ მაშინ, როცა კლება მინდა, 1 600 კალორიას – როცა წონის შენარჩუნება”.