“გაღმა ნაპირზე შევხვდებით, ცაფი… მიყვარხარ ცამდე“

27 ოქტომბერს, მომღერალ სალომე ბაკურაძის მეუღლე, ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

ახალგაზრდა ბიზნესმენის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.

ლაშას მეუღლემ, სალომე ბაკურაძემ სოციალურ ქსელში ფოტოები გააზიარა: „გაღმა ნაპირზე შევხვდებით, ცაფი, მიყვარხარ ცამდე, ცაო“, – წერს ის გარდაცვლილი მეუღლის ფოტოებზე.