მაკა ზამბახიძის ქმარი მიხეილ ჩოხელი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
”ბევრისგან განსხვავებით, ვისაც სამშობლო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაახსენდა, დუეტმა “ჯორჯიამ” 2008 წელს თქვა უარი რუსეთში კარიერაზე. საღი გონების მქონეთათვის, ამ ჟესტით ნათელია ყველაფერი, მაგრამ ვისაც მხოლოდ ცუდის თქმა უნდა, მას არც კარგის დანახვა შეუძლია.
P.S. ვისაც ჰგონია მხოლოდ ვირტუალურად, კლავიატურაზე ბრახუნით ან ხმამაღალი განცხადებებით გამოიხატება სამშობლოს სიყვარული, ცდება.”