„რუსთაველის ეროვნული თეატრი ულოცავს ჩვენი თეატრის მსახიობს, ია სუხიტაშვილს, საერთაშორისო გამოცემა The Film Stage-ის მიერ შედგენილ რეიტინგში – 2025 წლის საუკეთესო მსახიობთა შესრულებებში მოხვედრას, ფილმ „აპრილში“ (რეჟისორი – დეა კულუმბეგაშვილი) შესრულებული გამორჩეული როლისათვის“ – აღნიშნულია რუსთაველის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გასულ წელს ქართულმა დრამატულმა ფილმმა „აპრილი“, რომლის რეჟისორიც დეა კულუმბეგაშვილია, აზიურ “ოსკარად” წოდებულ დაჯილდოებაზე APSA – ASIA PACIFIC SCREEN AWARS ორი მთავარი ჯილდო მოიპოვა: “საუკეთესო ფილმი” და “საუკეთესო შესრულება”, სადაც მსახიობმა ია სუხიტაშვილმა გაიმარჯვა.
ფილმი ასახავს მეან-გინეკოლოგის რთულ ბრძოლას, რომელსაც ახალშობილის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ. „აპრილი“ თავდაპირველად ვენეციისა და ტორონტოს კინოფესტივალებზე წარსდგა. ვენეციაში მან სპეციალური ჟიურის პრიზი მოიპოვა, ხოლო სან სებასტიანის კინოფესტივალზე „Zabaltegi-Tabakalera“-ს კონკურსში გაიმარჯვა.