იუბილარი, ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს:
„დღეს 38 წლის გავხდი… და რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვხვდები – ცხოვრების თითოეული წელი ჩემს გულზე ასახული ნოტია, თითოეული ნაბიჯი – სცენა, სადაც ვხედავ, როგორ ვიზრდები, როგორ ვძლიერდები და როგორ ვუახლოვდები ჩემს ნამდვილ გზას.
38 წელი ნიშნავს მადლიერებას – ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, სტუდენტებისთვის, მსმენელებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც ძალას, სითბოს და მოტივაციას მაძლევს. 38 წელი ნიშნავს ბრძოლას, შრომას, სწრაფვას, ოცნებების ახდენას და პასუხისმგებლობას ჩემი თავისა და თქვენ წინაშე. დღეს ჩემთვის ახალი თავი იწყება – სავსე სინათლით, ახალი მიზნებით, იმედებით, სიმღერებით, სიყვარულით და იმ საოცარი ენერგიით, რომელსაც თქვენ მაძლევთ.
მადლობა, რომ ჩემს გვერდით ხართ – თქვენს გარეშე ეს გზა ყოველთვის ბევრად ნაკლებად საინტერესო იქნებოდა. მადლობა თქვენი ტაშისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენი გულებისთვის, სიყვარულისთვის, ნდობისთვის, კრიტიკისთვის! ვგრძნობ, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“, – წერს მომღერალი ნინი შერმადინი.