Page Six-ის ცნობით, დონალდ ტრამპ უმცროსი და ბეტინა ანდერსონი ერთწლიანი რომანის შემდეგ დაინიშნნენ.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟის რომანის შესახებ ცნობები გასულ წელს გავრცელდა. მანამდე, ტრამპს ურთიერთობა Fox News-ის ყოფილ წამყვან კიმბერლი გილფოილთან ჰქონდა.
შვილის ნიშნობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია პრეზიდენტმაც დაადასტურა:
“ისინი ძალიან კარგად ეწყობიან ერთმანეთს და ახლახან გახდა ცნობილი, რომ მალე დაქორწინდებიან“, – თქვა დონალდ ტრამპმა.