სოფო ხალვაში ქალიშვილის დიდი წარმატების შესახებ: “ვულოცავთ ქეთოს მილანში საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვას

PRIME STUDY ულოცავს ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი-ბათუმის მოსწავლეს, ქეთო ძოძუაშვილს, მილანში, Istituto Marangoni-ში ინტერიერის დიზაინის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვას!

ჩარიცხვასთან ერთად ქეთომ მარანგონის მიერ გამოცხადებულ Talent Scholarship-ის კონკურსშიც გაიმარჯვა!

1935 წელს ჯულიო მარანგონის მიერ მილანში დაფუძნებული სასწავლებელი წლებია ინარჩუნებს მოწინავე სტატუსს დიზაინისა და მოდის სფეროში და მილანთან ერთად წარმოდგენილია ფილიალებით ფლორენციაში, ლონდონში, პარიზში, შანხაისა და მაიამიში, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შორის კი Domenico Dolce და Franco Moschino გამოირჩევიან!

წარმატებებს ვუსურვებთ ქეთოს მილანში სწავლის პერიოდსა და სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში!” – აღნიშნულ წერილს მომღერალი სოფო ხალვაშის ქალიშვილის, ქეთო ძოძუაშვილის შესახებ PRIME STUDY აქვეყნებს