“ბავშვები შიმშილობენ და შორენა ბეგაშვილი “სუმკების” და შამპანურების მარიაჟობით ვერ გაძღა” – რისთვის აკრიტიკებენ მოდელს

შორენა ბეგაშვილი ახალი წლის დღეებს დუბაიში ატარებს. მოდელი და ტელესახე, ფეისბუქ საზოგადოებას მოწყენის საშუალებას არ აძლევს და ფოტოსესიებით ანებივრებს.

თუმცა ფეისბუქზე გაზიარებულ მის ბოლო ვიდეოებს, ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ერთ ვიდეოში ბეგაშვილი ცნობილი ძვირადღირებული ფრანგული შამპანურით ხელებს იბანს, მეორეში – ახლად შეძენილ “ჰერმესის” ჩანთის შეფუთვას ხსნის და ჟოლოსფერი ჩანთით პოზირებს.

ტელესახესა და მოდელს, სოციალურ ქსელში გაზიარებული კონტენტის გამო, კომენტარებში აკრიტიკებენ:

“ამდენი ბავშვი და მოხუცი შიმშილით კვდება საქართველოში, ვერაფრით ვერ გაძღა შორენა ბეგაშვილი სუმკების და შამპანიურების მარიაჟობით, ხამობით. ვის გააკვირვებ და ვის შეაშურებ, რა გინდა ამით დაუმტკიცო ხალხს?”

“რა იყო რა დღეში ხარ, შორე. ასეთი მიუწვდომელიც არაა. მეც მაქვს, მშვიდობაში.”

“ვინ გირჩია ამ ვიდეოს ატვირთვა, შეცდა.”

“ეს რა ქაჯობაა…”

კომენტარებს შორენა ახალ-ახალი ფოტოებითა და ვიდეოებით პასუხობს. ცხადია, მას საზოგადოების მეორე ნაწილი იცავს და კრიტიკოსებს, რომლებიც მშიერ მოხუცებს და ბავშვებს ახსენებენ, მთავრობისკენ ამისამართებენ.

 

 

წყარო: ზმნა