ვინ არის ალექსანდრე თოფურიას რჩეული, რომლისგანაც ქალიშვილი შეეძინა

რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი 2025 წელს? She Loves The Gloves-თან საუბარში UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ გაამხილა, რომ რამდენიმე თვის წინ გოგონას მამა გახდა.

„პასუხი ადვილია, ჩემი ბავშვის დაბადება. სექტემბერში დაიბადა. ამ ინფორმაციას არ ვაშუქებ… ღმერთის წყალობით, გოგონას მამა ვარ. 

ჩხუბის მერე ვთქვი, რომ ამჟამად რაც მინდა, ჩავიდე და ჩემს ბავშვს ჩავეხუტო მეთქი, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს. რაც ძალიან კარგია, მაგრამ… 2025-ში დაიბადა ჩემი პირველი მერცხალი“, – ამბობს ალექსანდრე თოფურია.

ალექსანდრე თოფურია პირადი ცხოვრების შესახებ არც საუბრობს და არც სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს. კამერებმა რჩეულთან ერთად რამდენჯერმე დააფიქსირეს. როგორც უცხოურ მედიაში წერენ, ის 26 წლისაა და გაყიდვების სფეროში მუშაობდა.