“მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მე მსურდა…” – ნიკოლოზ ბასილაშილი წერილს აქვეყნებს

2026 წლის ავსტრალიის ღია პირველობის (Australian Open) საკვალიფიკაციო ეტაპი უკვე დაიწყო. საკვალიფიკაციო მატჩები ორშაბათს, 12 იანვარს დაიწყო და 15 იანვრამდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე ჩოგბურთელები ძირითად ბადეში მოსახვედრად იბრძვიან, სადაც მხოლოდ 16-16 საუკეთესო კაცი და ქალი გადაინაცვლებს.

12-15 იანვარი: საკვალიფიკაციო ეტაპი;

15 იანვარი: ძირითადი ბადის კენჭისყრა;

18 იანვარი: ტურნირის ძირითადი ეტაპის საზეიმო გახსნა;

1 თებერვალი: ვაჟთა ფინალი.

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირის ძირითად ბადეში პირდაპირ ვერ მოხვდა თავისი რეიტინგის გამო. შესაბამისად, მას საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწია. ძირითად ბადეში მოსახვედრად ნიკოლოზს ზედიზედ 3 გამარჯვების მოპოვება სჭირდებოდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველივე საკვალიფიკაციო მატჩი დათმო და ტურნირს გამოეთიშა. მისი მეტოქე იყო 21 წლის პერუელი ჩოგბურთელი გონსალო ბუენო. მატჩი ორ სეტში დასრულდა ბუენოს სასარგებლოდ: 1:6, 6:7 (5:7).

ამ მარცხის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკუთარ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა: “მოგესალმებით ყველას. მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მე მსურდა. სამწუხაროდ, ავად გავხდი და ვერ შევძელი ჩემი შესაძლებლობების 100%-ით გამოვლენა, რაც განსაკუთრებით რთულია ავსტრალიაში ასეთი გრძელი მგზავრობის შემდეგ. ახლა რეაბილიტაციას გავდივარ და ველოდები მონპელიესა და როტერდამის ტურნირებს“, – დაწერა მან.