„დღეს შენი დაბადების დღეა, მარო. ვიცი და მწამს, რომ კარგად ხარ. ისევ ისეთი ლამაზი და მოღიმარი ხარ. მიყვარხარ მარო, მიყვარხარ.“ – წერს მარიამ შენგელია სოციალურ ქსელში და ავარიის შედეგად დაღუპულ მეგობარს ასე ულოცავს დაბადების დღეს.
ცნობისთვის, 2025 წლის 20 აგვისტოს, ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ახალგაზრდები ზუგდიდში ცხოვრობდნენ და ერთმანეთის მეგობრები და მეზობლები იყვნენ.
ერთ-ერთი გარდაცვლილი მარიამ დოხნაძე იყო. დღეს მარიამს 23 წელი შეუსრულდებოდა.